მოკლედ, ყველა ჩვენგანს აქვს უამრავი ნივთი სახლში. ჩვენ, ადამიანები, რადგანაც ძირითადად იმაზე ვზრუნავთ რომ რაც შეიძლება მეტი რამ (ნივთი) დავაგროვოთ (გამოსადეგი თუ გამოუსადეგი), ამიტომ სახლი სავსე გვაქ ხოლმე მრავალი რამით. თუმცა ბევრი რამ არ გვჭირდება სინამდვილეში (კაცმა რომ თქვას, თან ძალიან, ძალიან ბევრი რამ..)

ვინმე ქუჩაში რამეს უფასოდ რომ არიგებდეს, თუნდაც ისეთ რამეს, რომელიც აბსოლიტურად არაფერში გვჭირდება, მთელი სიხარულით ვეძგერებით ხოლმე. სამწუხაროდ ასეა ადამიანის ბუნებაში შესული სიმახინჯე, რომ ჩვენი გული მიჯაჭვულია ამაოებაზე. ხოლო ნივთებზე მიჯაჭვულ გულის პატრონს კი არც აქ და არც იქ არ უწერია მოსვენება.

ამიტომ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ – დავიწყოთ ნაგავის გადაყრა. ხოლო ისეთი რამ, რაც შეიძლება ვინმეს გამოადგეს და თქვენ არ გჭირდებათ, შეგიძლიათ აქ დავწეროთ, და მსურველი დაგიკავშირდეს და იჩუქოს (მართალია გადასაგდებ რამეს რომ აჩუქებ სხვას, ეს დიდი სიკეთე სინამდვილეში არ არის, თუმცა მაინც რავი…) ანდა თუ გამბედაობა გეყოფათ, შეგიძლიათ ისეთი ნივთებიც გავაჩუქოთ, რომელიც მართალია ცოტათი გვჭირდება, მარა სხვას უფრო დასჭირდება. ეს უკვე უკეთესი იქნება.

მოკლედ, მგონია, რომ ასე, სულ ცოტათი შევძლებთ რომ გავისუფთავოთ გული, რომელიც გატენილი გვაქ ათასი სისულელით.


განხცხადების გამოქვეყნება:

1) აქ – http://forum.ge/?act=SC&c=36


2) ან აქ – http://mymarket.ge/