გადმოწერეთ ქართული ფონტები და კლავიატურა (განახლებული v1.3, ყენდება Windows Vista,7,8-ზე)[sylfaen qartuli fonti + qartuli klaviatura].

geofonts

1) ქართული ფონტები - გადმოწერა [პროგრამაში შედის ძირითადი ქართული ფონტები];
(თუ Windows XP გიყენიათ, და დაყენებისას ქართული ფონტები არ იყო დაინსტალირებული, მაშინ ჯერ ეს ქენით: install geofonts CD-i386 Files )
*(თუ რომელიმე პროგრამაში ვერ ხსნით ქართულ ფონტს, სცადეთ Geo_times)


2) ქართული კლავიატურის დასაყენებლად შედით Control Panel > Regional and Language Options > Keyboard Languages > Change Details > Add და აირჩიეთ Georgian(QWERTY);
(თუ Windows XP გიყენიათ, უნდა აირჩიოთ GeorgianLat, თუმცა მანამდე უნდა დააინსტალიროთ ეს - geo+rus+klaviatura)

*ამიერიდან, როცა ქართულ კლავიატურაზე გადართვა მოგინდებათ, დააჭირეთ ALT+SHIFT (ანუ, ჯერ ALT-ს დააჭრეთ თითი და არ აუშვათ, და მერე უცბადვე დააჭირეთ Shift-საც. მერე კი აუშვით ხელი). თუ არადა, მარჯვენა ქვედა კუთხეში, საათის გვერდზე, უნდა იყოს სიმბოლოები EN/KA და მაგაზე მაუსის დაჭერითაც შესაძლებელია ენის შეცვლა.


p.s. 3) ვინც იყენებთ NOTEPAD-ს, იცით რომ მას აქვს პრობლემა- ქართულად აკრეფილ ტექსტს წესიერად ვერ იმახსოვრებს. თუ გინდათ,რომ ახალი ტექს-ფაილის შექმნისას (New>Text Document) ფაილში შეგეძლოთ ქართულად აკრეფილის დამახსოვრება, გაუშვით ეს პროგრამა ერთხელ - Notepad UTF8.









სხვა პლატფორმებისათვის:
ა)მობილურებისათვის
ბ)Mac OS- სთვის (+დაყენების ინსტრუქცია)
გ)Linux-სთვის + ინსტრუქცია




სხვადასხვა:

* თარგმნის მეთოდები .
* ტექსტის გადაყვანა ინგლისური shrifti-დან ქართულ შრიფტში.
* რუსული (русский) კლავიატურის დაყენება (ან online-ში რუსულად წერა )