უცხოური საიტიდან ნივთის გამოწერა

(Amazon-დან, Ebay-დან და ა.შ.)

1) პლასტიკური ბარათის მომზადება
პირველ რიგში საჭიროა გქონდეთ პლასტიკური ბარათი და პირადი emaili. არსებობს ორი სახის ბარათი: საკრედიტო(როცა ბარათით კრედიტში გასვლაა შესაძლებელი) და სადაბეტო(იგივე "მიმდინარე ანგარიშის" ბარათი - ამ ბარათით მხოლოდ იმ თანხის გამოყენება შეგიძლიათ, რამდენიც ანგარიშზე არის). სადებეტო ბარათები ყველაზე უკეთესი გამოსავალია. (ჯობია აიღოთ VISA ტიპის ბარათი, ვიდრე MasterCard. თუმცა ორივე ბარათს ღებულობენ საიტები, არაა პრობლემა.. უბრალოდ VISA ბარათი კიდევ სხვა რამეებშიც გამოადგება ადამიანს). მიხვალთ რომელიმე ბანკში, ეტყვით რომ გინდათ VISA ბარათი... VISA "electron" არის ყველაზე იაფი ... (არ ვუწევ ბანკს რეკლამას, უბრალოდ მე Tbc- ბანკში ავიღე, რადგან 3 ცალ ბარათის ასლს იძლევიან, თან ინტერნეტ-ბანკინგითაც ნორმალურად ისარგებლებს ადამიანი - თანხის ჩასარიცხად,თუ სხვა ოპერაციისათვის, ბანკში ფიზიკური მისვლა არაა საჭირო [განსხვავებით სხვა ზოგიერთი ბანკისაგან, რომელთა მომსახურებაც, მგონი 19 საუკუნეში რომ იყო, ისევ იგივენაირად საწვალებელია] ). 3 დღეში ბარათი დამზადებული იქნება.


2) საიტზე რეგისტრაცია
ახლა დარეგისტრირდებით თვითონ საიტზე. მაგალითისთვის ავიღოთ ebay (რადგან ყველაზე დიდი არჩევანია, წვრილმანი რამეების ფასები გაცილებით დაბალია და ხშირად უფასო გადაზიდვა ე.წ. SHIPPING აქვთ). რეგისტრაციისას აუცილებელია ზუსტი ინფორმაციით შეავსოთ ყველა ველი(ინგლისური ასოებით),მაგალითად, ამგვარად rustavelis qucha, korpusi 5, b.41 (გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობა street-ს თუ qucha-ს, ქართველი კურიერი მოგაგნებთ მაინც); ZIP-POSTAL code-ში ჩაწერეთ თქვენი ქუჩის ინდექსი, რომელსაც იპოვით ამ საიტზე.

კონკრეტულად ebay.com-ზე (და კიდევ ბევრ სხვა საიტზე, გარდა amazonis) ვერაფერს იყიდით, თუ არ გაქვთ PAYPAL.COM-ის იუზერი. (თუკი amazon-ზე აპირებთ ყიდვას, paypal არაა საჭირო, თუმცა მაინც გირჩევთ რომ paypal-ზე დარეგისტრირდეთ, გამოგდგებათ მომავალში).


3) paypal-ze რეგისტრაცია
ახლა საჭიროა paypal.com -ზე დარეგისტრირდეთ . რეგისტაციისას ჯობია პლასტიკური ბარათის ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ. (შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ეტაპი ამ წუთში... მაგრამ ჯობია არ გადაახტეთ, ბარემ ახლავე ქენით) ამის შემდეგ, ბარათიდან ჩამოგაჭრით 2დოლარამდე, რომელსაც უკანვე დაგიბრუნებთ, ოღონდ ინტერნეტ-ბანკინგში უნდა ნახოთ, თუ რა კოდია მითითებული მაგ ოპერიაციაზე, და ეგ კოდი შეიყვანოთ paypal-ზე.. ამით paypal დასტურს გაგიკეთებთ და მიხვდება,რომ ნამდივლად ბარათის მფლობელი ხართ (ასევე, email-ზე დასტურის წერილი მოგივიდოდათ,და ეგეც დაუდასტურეთ).



4) გადმომზიდავი კომპანიის საიტზე რეგისტრაცია
ზოგიერთ უცხოურ ინტრნეტ-მაღაზიის საიტზე შესაძლებელია თქვენი რეალური ქართული მისამართის შეყვანა (მაგალითად ebay-ზე), ზოგიერთ საიტზე კი ეს არაა შესაძლებელი და მხოლოდ ამერიკულ მისამართზე ხდება ნივთის გამოწერა. შეგიძლიათ რომ დაამატოთ თქვენი აქაური მისამართი, მაგალითად
Name: Manana kaxradze 
Address 1: Marjanishvili street, #20 
Address 2: sartuli 3, bina 14    
City: Tbilisi
State: Tbilisi
ZIP: 0152
Country: Georgia
Tel: +995 (599) ......
ანუ, საჭიროა ebay-ზე შეხვიდეთ თქვენს პროფილში, და Shipping Address-ად დაამატეთ თქვენი ეგ მისამართი.

თუ საიტი არ იძლევა ქართული მისამართის დამატების საშუალებას (ანდა თუ იძლევა გამოგზავნის საშუალებას, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება), მაშინ საჭიროა გახსნათ საშუამავლო ე.წ. "ამერიკული ვირტუალური მისამართი" (ახლა ამერიკას განვიხილავთ მაგალითისთვის). "ვირტუალური მისამართის" შექმნა შეგიძლიათ ნივთების გადამზიდავი კომპანიების გამოყენებით. ეგეთი კომპანიები 1 კგ ტვირთის ჩამოტანაში დაახლ. 7 დოლარს გადაგახდევინებთ. დარეგისტრირთით ერთ-ერთ მათგანზე:


მოკლედ, აარჩიეთ რომელიმე კომპანია (რეკლამა რომ არ გამომივიდეს, ვიხმარ სიტყვაზე "kompaniaX"). რეგისტრაციის შემდეგ მაგ საიტზე მოგენიჭება პირადი "ვირტუალური" საფოსტო მისამართი (რომელიც დაეწერება Profile-ში ან სადმე). მაგალითად ამდაგვარი რამ:
Name: Manana kaxradze 
Address 1: 23 McCullough Ave. 
Address 2: U31309 
City: New Castle 
State: DE 
ZIP: 19720 
Country: USA 
Tel: +1 (866) 411-9401 

აწი შეგიძლიათ რომ ნივთის ყიდვისას ეგ "ვირტუალური მისამართი" მიუთითოთ (ნაცვლად თქვენი რეალური საქარველოს მისამართის). და როცა მაგ "ვირტუალურ მისამართზე" მოგივათ ხოლმე ნივთი, შემდეგ kompaniaX თავის საქართველოს ფილიალში ჩამოიტანს ნივთს (შესაბამისად, თქვენ გადაგახდევინებთ ტვირთის საფასურს წონის მიხედვით). წინასწარაც რომ იცოდეთ ნივთის წონის გასაგებად, პროდუქტის აღწერილობის გვერდზე სადმე ეწერება წონა (მაგალითად ასე- weight: 2 lbs (უცხოეთში ძირითადად ეს წონის ერთეულად გამოიყენება. ერთი lb არის დაახლოებით 0.5 კგ; თუ ნივთის წონა არ წერია პროდუქციის გვერდზე, მაშინ იგივე პროდუქტი დაძებნეთ amazon-ზე და იქ იპოვით წონას).


5) ნივთის გამოწერა
ახლა რაც შეეხება ჩამოტანის საფასურს - პროდუქტის გვერდზე იქვე ეწერება გამოგზავნის (Shipping) საფასური, რომელსაც თვითონ ნივთის გამყიდველი ითხოვს:
- თუ ნივთს ქართულ მისამართზე იწერთ, მაშინ Shipping-ის ფასი გულისხმობს ქართულ მისამართზე გამოგზავნასაც (ე.ი. დამატებით კერძო კომპანიას აღარ უხდით საკომისიოს, არამედ საქართველოს ფოსტაში მიაკითხავთ);
- თუ ნივთს ამერიკულ მისამართზ იწერთ, მაშინ Shipping-ის ფასი გულისხმობს kompaniaX-ის ამერიკულ ფილიალამდე გადაზიდვას, ხოლო საქართველოში ჩამოტანის საფასურს კი kompaniaX-ს ცალკე უხდით(მისი საფასური თქვენ უნდა დაიანგარიშოთ დაახლოებით, ebay-ზე ვერსად ნახავთ, ეგ არ იქნება ასახული).


ზოგჯერ SHIPPING-ის ფასი ერთი და იგივეა : გინდ თქვენს ამერიკულ "მისამართზე" გამოიწეროთ, გინდ საქართველოში გამოიწეროთ. მაინც ცადეთ - Shipping რომ წერია, იქ არის "See details" დააჭირეთ და შემდეგ მენიუში აირჩიეთ Georgia და დააკვირდით Shipping-ის ფასი თუ დაეწერება.

(პ.ს. რეალობა რომ იცოდეთ,უკვე 100%-ით დავწმუნდი : საქართველოს პოსტის მეშვეობით უფრო გვიანდება ხოლმე ნივთის მიღება, თან ადგილზე მისვლა და რიგში საკმაო ხანი ლოდინი შეიძლება მოგიწიოთ. კერძო კომპანიებს კი უფრო სწრაფად/ხშირად ჩამოაქვთ ნივთები, და საკურიერო მომსახურებაც აქვთ. რავიცი, თქვენ გადაწყვიტეთ...)


ასევე, ყიდვისას, საფასურის/სურათის გვერდზე ეწერება, რომ მაგალითად "1 კვირაში გამოიგზავნება ნივთიო". ესეიგი, გამყიდველი 1 კვირაში ნივთს გააგზავნის, მერე ნივთი მოხვდება:
- ან საერთაშორისო საფოსტო ხაზში (თუკი პირდაპირ საქართველოში აგზავნით),
- ან kompaniaX-ის ფილიალში(თუკი მის მისამართზე გამოიწერთ... ამ შემთხვევაში, kompaniaX შეტყობინებასაც კი გამოგიგზავნით, რომ "ამანათი მოვიდა თქვენს სახელზე, და სასწრაფოდ "დეკლარირება" გაუკეთეთო - ანუ შეხვალთ kompaniaX საიტზე და "დეკლარირებას" აირჩევ - ანუ მხოლოდდამხოლოდ უნდა მიუთითო ნივთის ფასი და საიტის სახელი. რამდენიმე დღის მერე kompaniaX განახორციელებს ავია-რეისს, და როცა თბილისში ჩამოიტანენ ნივთს, ეს აისახება kompaniaX საიტზე, "ჩამოსული ნივთების" განყოფილებაში (და email-საცც გამოგიგზავნიან). საიტზევე მითითებული იქნება თუ რა თანხა გაქვთ გადასახდელი ( ვირტუალური ოთახის ნომერეზ უნდა ჩარიცხოთ შესაბამისი თანხა სწრაფი გადახდის აპარატებით ან ბარათით/ინტერენტ-ბანკით).
შემდეგ მიხვალთ კომპანიის შესაბამის ფილიალში და გამოიტანთ თქვენს ნივთს (იქონიეთ პირადობის მოწმობა). სულ ეს იყო. ერთხელ რო იყიდით ნივთს, მერე ადვილია საქმე.

არაფრის!