madloba http://pcmania.ge –s
http://forum.ge/?f=32&showtopic=33717200
http://www.itrade.ge/index.php?showtopic=15656

Windows გადაყენება

(XP-სთვის, თუმცა სხვებზეც გამოდგება. თუ მაინცდამაინც სხვა ოპერაციული სისტემისათვის გინდათ, მაშინ google-ში, დაძებნეთ მაგალითად: Windows 8 გადაყენების ინსტრუქცია )

პირველ რიგში, შეინახეთ საჭირო ფაილები: C დისკიდან(ანუ რომელზეც უნდა დაყენდეს windows), My Documents და Desktop-იდან დააკოპირეთ საჭირო ინფორმაცია სხვა დისკზე (მაგ:D დისკზე). (თუ კომპიუტერს ვერ რთავთ, გამოიყენეთ liveCD.) შემდეგ, დაძებნეთ დრაივერების ყველა დისკი მთელს სახლში (ვიდეო დაფის, ხმის დაფის და სხვ. მოწყობილობების). თუ ეს დისკები არ გაგაჩნია და არ იცი, რომელი დრაივერები გჭირდება, მაშინ ნახე ამ გვერდზე everest პროგრამის მეშვეობით. შემდეგ შეხვალთ მწარმოებლების ოფიციალურ საიტებზე და გადმოწერ შენი კომპიუტერის შესაბამის დრაივერებს. (თუ არადა, გუგლში ჩაწერეთ დრაივერის მოდელი და მიუწერეთ Download.) მერე D: დისკზე გააკეთეთ საქაღალდე,სადაც შეგროვდება დრაივერები და სხვა პროგრამები. ( თუ კომპიუტერი საკმაოდაა „დავირუსებული“, C: -ს გარდა სხვა დისკები შეამოწმეთ ანტივირუსით.+)

===========================================================================================
I. უნდა გქონდეთ Windows დისკი(ან USB) [თუ არადა ოფიციალური .iso ფაილი/კოდი უნდა იშოვოთ და ჩაწეროთ: ან დისკზე ISO image მეთოდით; ანდა "USB ფლეშკაზე" bootUSB-თი. ].

ქვემოთ გამუქებულად აღნიშნულია ის იმ პარამეტრებები,რომელიც უნდა აირჩიოთ ვინდოუსის ინსტალაციისას! (ჯობია "ამოაპრინტეროთ" ეს გვერდი, შეინახოთ ეგ ამოპრინტერებული და გამოგადგებათ მომავალშიც).
ყველაფერი შენახულია? მაშინ ამოწერეთ თქვენი ნაყიდი Windows (XP თუ რაცაა) Product Key ფურცელზე, ჩადეთ Windows დისკი. [Product Key გარეშე არ დაიწყოთ Windows-ის გადაყენება! ]


II. არსებობს ვიდნოუსის გადაყენების 2 მეთოდი: მთლიანი(ფორმატირებიანად) და მარტივი(ფორმატირების გარეშე. ნუ, ფორმატირება ხშირად არც არის აუცილებელი, ამიტომ მარტივი მეთოდითაც შეიძლება ახალი ვინდოუსის დაყენება.

*თუ სრული გადაყენება გინდათ, მაშინ გააგრძელეთ ამ გვერდის კითხვა III პუნქტიდან, თუ მარტივი მეთოდით, მაშინ XII-ე პუნტქიდან.



III. გადატვირთეთ(Restart) კომპიუტერი. ჩატვირთვისას გამოჩნდება შავი ეკრანი და ძირში დაეწერება "Press any key to Boot from CD" დააჭირეთ Enter-ს.
[თუ არაფერი გამოჩნდა და ჩვეულებრივად ჩაირთო „ვინდოუსი“, მაშინ ზემოთხსენებული მენიუს გამოსაჩენად გადარესტარტების დროს განუწყვეტლივ უნდა აჭირეთ ღილაკ F10-ს (ან F9).
თუ არც ამ შემთხვევაში გამოჩნდა ზემოთხსენებული მენიუ,მაშინ უნდა შეხვიდეთ „BIOS”-ში (Delete-ზე დაჭერით), მოვძებნოთ პარამეტრი Boot > first Device და პირველ ჩამტვირთავ მოწყობილობად მიუთითოთ CD/DVD ROM (+ - ღილაკების მეშვეობით). მერე გამოდით- SAVE and Exit]

IV. გამოვა ლურჯი ეკრანი და დაიწყება შემოწმება რის შემდგომაც გამოვა ჩამონათვალი; ახალი ვინდოუსის დასაყენებლად დააჭირეთ კლავიშს ENTER.
V. ეკრანზე გამოვა ლიცენზიის შეთანხმების წესები: დაეთანხმეთ (კლავიში F8)
VI. ვერსიის ტიპი: - ახალი სისტემის ინსტალაცია (კლავიში ESC)
VII. „პარტიციის“ არჩევა: - არსებულ პარტიციაზე კლავიში ENTER (ჩვენს შემთხვევაში არჩეული უნდა იყოს C: დისკი)
VIII. დასტური არჩეულ პარტიციაზე: - კლავიში C (უკან დაბრუნებისთვის ESC)
IX. აირჩიეთ დაფორმატების მესამე ტიპი: - Format the partition using NTFS და დაჭირეთ ENTER.
X. დასტური ფორმატირებაზე:- დაფორმატება F (უკან დაბრუნება - ESC)


ცოტა ხანი წავა არჩეული პარტიციის ფორმატირება, შემდეგ ინსტალაციისათვის საჭირო ფაილების კოპირება და ამის შემდეგ კომპიუტერი გადაიტვირთება. ამის შემდეგ აღარ უნდა ჩაიტვირთოს დისკიდან, ამიტომ არაფერს დააჭიროთ. წავა ინსტალაცია, რომლის სავარაუდო დრო არის დაახლოებით 20-40 წუთი:


XII. Regional and Language Options:
*Customize --> Language განყოფილებაში --> მონიშნეთ Install files for complex script and right-to-left languages (Including Thai) ველში --> OK;
*Advanced განყოფილებაში -->პირველ ზოლში დააყენეთ Russian --> OK -->Next

XIII. შეავსეთ შემდგომი ველები ნებისმიერი სასურველი ინფორმაციით და დააჭირეთ NEXT;

XIV. შეიყვანეთ კოდი და დააჭირეთ დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XV. სურვილისამებრ შეიყვანეთ კომპიუტერის სახელი და ადმინისტრატორის პაროლი(ან დატოვეთ არსებული). დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XVI. Date and Time Settings ფანჯარაში Time Zone ველში აირჩიეთ დროის სარტყელი: (GMT +04:00) Baku, Tbilisi, Yerevan და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XVII. Networking Settings ფანჯარაში აირჩიეთ Typical settings და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XVIII.დატოვეთ WORKGROUP და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XIX. ამის მერე ინსტალაცია რამდენიმე წუთში დასრულდება და კომპიუტერი გადაიტვირთება;

XX. პირველი ჩატვირთვისას მიყევით ინსტრუქციას შემდეგი ბიჯებით:
Next --> Skip --> No, not at this time --> Next --> User name ველში ჩაწერეთ მომხმარებლის სასურველი სახელი --> Next --> Finish

ამ ბიჯების შესრულების შემდგომ ჩაიტვირთება ვინდოუსი და თქვენს თვალწინ გადაიშლება Windows-ის სტანდარტული მინდორი

///ბოლო ნაბიჯები:
*თუ ჩატვირთვის შემდეგ ქვედა-მარჯვენა კუთხეში, გაჩნდება ორი: ფარის მსგავსი წითელი და მრგვალი ფერადი ლოგო.
· ორჯერ მიაჭირეთ ტრეიში გაჩენილ წითელ ლოგოს, გამოვა დაცვის სამსახური.
· მონახეთ ჩანართი Virus Protection gt; დააჭირეთ Recommendations, მონიშნეთ I hive an antivirus program that I’ll monitor და დააჭირეთ OK.
*ახლა თუ არის მრგვალი ფერადი ლოგო. ეს Windows XP Tour-ია რომელიც ერთხელ მაინც თუ არ გაუშვით ყოველი ჩატვირთვისას ტვინს წაიღებს გამიშვი გამიშვიო... გახსენით და ეგრევე CANCEL-ს დააჭირე, და მოგშრდება სამუდამოდ.

მორჩა, გადაყენება დასრულებულია !

ახლა შეგიძლიათ დააინსტალიროთ Draiverebi და საჭირო Programebi. შემდეგ კი ჯობია, აუცილებლად შეინახოთ "WINDOWS ასლი" ამ მგდომარეობაში, რათა სამომავლოდ როca დაგჭირდებათ, ახლიდან არ იწვალოთ გადაყენებაზე, არამედ უცბადვე დააბრუნოთ თქვენი ვინდოუსი ამ "ახალდაყენებულ" მდგომარეობაში.



გემრიელი საჭმელი და მუდმივად "კაი პონტი" - თანამედროვე ადამიანის ცხოვრების მთავარი საზრისი.. სამწუხარო რეალობა..

ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო თვისება:    ოხუნჯობა, და სხვა ადამიანის დაცინვა
თუ კომპიუტერი დაფორმატდა (ან SHIFT+DELETE,ან სხვა მიზეზი..) და გინდათ წაშლილი ფაილის აღდგენა, მაშინ ჯობია ეგრევე გათიშოთ კომპიუტერი შნურიდან. შემდეგ ჩართოთ ისევ და ეგრევე გამოიყენოთ აღმდგენი პროგრამა.
ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე უფასო პროგრამა (ფასიანი პროგრამებიც არსებობენ და შეიძლება უფრო "უკეთესებიც" არიან, თუმცა ზოგიერთი უფასო პროგრამაც ძალიან კარგად მუშაობს და მგონი დიდად არც ჩამოუვარდებიან ფასიან პროგრამებს).
(ისე კი გირჩევდით, ნუ იღელვებთ თუნდაც რომ ბევრი რამე წაგეშალოს და ვეღარ აღადგინოთ. დიდი არც არაფერი დაგკარგვიათ. მთავარია ცოცხალი ხართ და კარგად იყოთ. ფაილები და კომპიუტერი კი, რამოდენიმე თვისა და წლის მერე, ისედაც ჟანგად იქცევა - მიწა შეჭამს და არც არავის ემახსოვრება არც ეგ კომპიუტერი და არც ეგ ფაილები..)

===========DATA RECOVERY- როცა ფაილების აღდგენა გინდათ=============
1) Piriform Recuva (არ ჭირდება ინსტალაციაც) - კარგად ეძებს და პოულობს წაშლილ ფაილებს, ოღონდ ძებნის დაწყების წინ უნდა მონიშნოთ "Deep Scan".
2) iCare data recovery
3) Pandora recovery - თუ Recuva-მ სასურველი შედეგი ვერ მოგცათ, მაშინ ეს პროგრამა ცოტათი უფრო მეტ ფაილს პოულობს, თუმცა ფაილებს სახელები არ აქვთ ხოლმე და გაფართოების მიხედვით მოგიწევთ ფაილის პოვნა (მაგალითად, word-ის ფაილი არის .doc გაფართოების)


(((((((((სხვა პროგრამები, რომლებიც არ გამოგადგებათ:
- "Active file recovery" - 64kb-ზე მეტის აღსადგენად უნდა იყოდო ფასიანი ვერსია.
- "r-studio" - ფასიანია, მარა ალბათ კარგად იმუშავებს.
- "Restoration" - პოულობს ცოტა ფაილს.
- "EaseUS Data Recovery Wizard" - რაღაც ლიმიტიანია, თან იმავე შედეგს იძლევა დაახლოებით, რასაც "Piriform Recuva".
- და რავიცი კიდევ, უამრავი პროგრამა არსებობს..



===========Partition Recovery - დაზიანებული "ვინჩესტერის"/დისკის აღდგენა=============
AOMEI PARTITION ASSISTANT STANDARD - კარგად მუშაობს. (After operations, click "APPLY")
EASEUS partition recovery - როგორც მახსოვს, კარგად მუშაობდა.
Testdisk - პროგრამა ცოტა რთული გასაგებია, თუმცა მუშაობს.
Unstop.COpier -დაზიანებული დისკიდან აღადგენს ფაილებს.
ან GOOGLE-ში ჩაწერეთ: DAMAGED PARTITION RECOVERY FREE



//////////////////////////////////////////////////
როცა კომპიუტერი არ ირთვება,კარგია liveCD ვერსიაც, (თუ მაინცდამაინც სხვა პროგრამებიც დაგჭირდათ, მაშინ უამრავია (list of top 10 data recovery software) და ა.შ. თუმცა ბევრი მათგანი ერთიდაიმავე შედეგს იძლევა და ტყუილად დროის კარგვა გამოგივათ.)
Please Wait, download starts...
Please Wait..
ქვემოთ მოცემულია ერთიანი ეროვნული გამოცდების + სამაგისტრო + საგრანტო ტესტები.

 ალბათობის თეორია
 
(შემოკლებული წიგნი, გაუადვილებს შემსწავლელ 1-2 კურსელებს)

2005 წელი (პასუხები)

2006 წელი (პასუხები) (google-დან გადმოწერისთვის დააჭირეთ CTRL+S)

2007 წელი (პასუხები)

2008 წელი (პასუხები)

2009 წელი (ან აქ) (პასუხები ტესტების ბოლოშია)

2010 წელი : ა) ეროვნულები [ან აქ] (პასუხები ტესტების ბოლოშია) ბ) სამაგისტრო [ //////+ 2005-2010 wlis ertiani erovnuli gamocdebis testebi : http://gamocdebi.com/?p=46 ]

2011 წელი : ა) ეროვნული + სამაგისტრო(+საგრანტო) [ან აქ] (პასუხები ტესტების ბოლოშია)

2012 წელი : ა) ეროვნული + საგრანტო (პასუხებიანად)  [ან აქ] ბ) სამაგისტრო (+პასუხებიანად)

2013 წელი : ეროვნული+სამაგისტრო+საგრანტო (+პასუხები)

2014 წელი : ეროვნული+სამაგისტრო+საგრანტო (+პასუხები)



* ertiani erovnuli gamocdebis testebi 2015 წლის შემდეგ: Google-დან
* რაღაც კონსპექტები 
* ქართ.გრამატიკ. დამატებითი




 
+ თსუ-ში ვინც სწავლობს, იმათ გამოადგებათ: sms.tsu.ge-ზე თუ დაგჭირდათ მობილურიდან შესვლა (და რადგანაც მობილურს არ აქვს ხოლმე ქართული ასოების აკრეფა), შეგიძლიათ ისარგებლოთ ამგვარად: ჩაწერეთ მობილურის ინტერნეტში, მაგალითად otaxi.pvt.ge/g.saxeli.gvari და ქართულად გადაიყვანება თქვენი ჩაწერილი სიტყვა, შემდეგ ეგ სახელი და გვარი შეგიძლიათ დააკოპიროთ, მერე შეხვიდეთ sms.tsu.ge-ზე და "paste" უქნათ სახელი და გვარის ველებში. (თსუ-გადასახადის გადახდა ხდება ინტერნეტის მეშვეობითაც, მაგალითად: tbconline.ge..)

 










მოგონებები

... ალბათ გაჩუმებას ჯობია ჩემი რჩევა მაინც დამეწერა, როგორც უკვე კარგა ხნის დამთავრებულს.
.. ეჰ, მე თუ მკითხავს კაცი, რა ტყუილა დავდიოდი საერთოდ უნივერსიტეტში. ახლა ვმუშაობ სულ სხვა, ჩემს მოსაწონ ხელობაზე, და კმაყოფილიც ვარ. რაღაც სისულელე ეკონომიკებისა და ბიზნესების სწავლაში კი სულ ტყუილა დავკარგე წლები (თან რა წლები! უმნიშვნელოვანესი წლები - ახალგაზრდობის წლები).
რა დამრჩა - ცხოვრებაში საერთოდ არაფერში გამომადგა ის მაკრო-მიკრო ეკონომიკები და ბუღელტერიები. ვზივარ სახლში, თავისუფალი გრაფიკით მომუშავე ადამიანი, როგორც არაფერში გამომდგომია ცხრა მთას იქით დავარდნილი ქვა, ისე არ გამომგდომია უნივერსიტეტში ნასწავლი ჭღრპღრ-ები, სამაგიეროდ კი დავკარგე უამრავი თვე და წლები, რომელსაც აღარ დაბრუნდება.
არადა შესაძლებელია ადამიანი უფრო გამოსადეგ გზას დაადგეს ამ ასაკში, შესაფერისი გათვლა და ჭკუა რომ ქონდეს...

განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში შემემთხვა ისეთი რამეები, როდესაც კინაღამ მოვკვდი (ხდება ხოლმე.. მარა მერე კი გადავრჩი), ამ დროს დავფიქრდი - ვკვდები და რა მიმაქ ამ ცხოვრებიდან მეთქი. და რო გადმოვხედე ჩემს წარსულს, უფრო მეტად ბლოკები, აგურები და აბდაუბდა ქაღალდები წარმომიდგა თვალწინ, ნაგვის ფასიც რომ არ ქონდა ჩემთვის.
მერე ცხადად მივხვდი, რომ მაკულატურით სავსე იყო ჩემი ტვინი და "ცონდა", ხოლო ნამდვილი განათლება კი საერთოდ არ მქონდა თურმე.
ჩემი თავი სავსე იყო "დოუ ჯონსის" და "ჰეგლერის" ინფლაციებით და კრედიტორული ფინანსებით, ხოლო ამასობაში კი ცხოვრებაში არასდროს წაკითხულიც კი არ მქონდა თურმე სახარება. არც კლასიკური წიგნების კითხვით გამოვირჩეოდი სამწუხაროდ, და ერთი ტიპიური მექანიზმი ვიყავი თურმე, უფერული მომავლით ("სამსახური - ჭამა -დაიძინე- გაიძვიძე- სამსახური", ისე რომ დღეში 2 საათიც რო არ რჩება ადამიანს საყვარელი საქმიანობისათვის).
..
ამის მერე ხდება დაგაფასება ხოლმე ღირებულებების (სამწუხაროდ ბევრი აქამდეც კი ვერ მიდის, რომ ეს დაინახოს საერთოდაც. არადა ამის შემდეგ კიდევ რამდენი გზაა გასავლელი, და ეს მხოლოდ დასაწყისია).
..
კი, კარგია ადამიანებთან ურთიერთობა, მარა 3-4 წლის მერე შეიძლება მიხვდე, რომ ეს "ურთიერთობა" დიდად არ გაბედნიერებს თურმე.
რათქმაუნდა, უნდა მონახოს ისეთი საქმიანობა, რომელიც "ყოფით" ცხოვრებას გაატანინებს[ვგულისხმობ შემოსავალს], მარა ცხოვრების უმთავრესი წლები რომ შევალიე იმ ჭღრპღრ-ებს, გული მწყდება. განა უსაქმორობისაკენ მოვუწოდებ ვინმეს - არამც და არამც - უქმობა ძაან ცუდია. არამედ იმას, რომ შესაძლებელია მონახოს კაცმა რამე ვიწრო სფერო, გამოიჩინოს გულმოდგინება, გაიაროს რამოდენიმე თვიანი მომზადება და რამე სამუშაოს მაინც იპოვის, ისე რომ საერთდ აღარ მოუწევს ტყუილა წლების ხარჯვა.
თუნდაც შესაძლებელია რაღაც მცირე, პატიოსანი ვაჭრობაც ააწყოს კაცმა(ოღონდ ოქროს კოშკებს ნუ ააგებ , იმიტო რო ვერ მიწვდები, და გონებასაც აგირევ-დაგირევს დიდი წარმოდგენები - განსაზღვე შენი ზღვარი და ეცადე უკმაყოფილო არ იყო იმით, რა შემოსავალსაც მიიღებ).

მთავარია ღირებულებები გქონდეთ და ის იყოს თქვენთვის მთავარი ცხოვრებაში, ის იყოს ცხოვრებაში უფრო მთავარი, და არა "ცივილიზებულ მსოფლიოში" ნაბეჭდი მაკულატურის შესწავლაზე ცხოვრების უმეტესი დროის დახარჯვა, რომელსაც ნამდვილად ვერ წაიღებს კაცი იმქვეყნად. ასე რომ, უნდა დააგროვოთ ის საუნჯე, რომელიც თქვენ შინაგან ადამიანობას და სიცოცხლეს მართლაც გაანათლებს, და დააგროვებთ სულიერ ღირებულებას - სწორედ ესაა მნიშვნელოვანი.

რავიცი აბა... გისურვებთ კარგ გზას.


 უწმინდესის ქადაგებები
 1
 2 - swavlaze
 

 

ეს გვერდი არის საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე.



19)ნივთების გაჩუქება
 

18) დაიმახსოვრეთ ხარისხიანი ნივთების შერჩევა.. დაიმახსოვრეთ ეს ყოველთვის!!
არ არის ხუმრობა.
თუ გინდათ რომ საყოფაცხოვრებო ცხოვრება გაიადვილოთ, ყოველთვის ჯობია იყიდოთ ხარისხიანი ნივთები (ქაღალდი, რეზინა, ფეხსაცმელი..... საერთოდ, ყველაფერი, ყველაფერი!). თუკი რამე გინდათ რომ კარგად მუშაობდეს - ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ყიდულობთ, აარჩიეთ არა ყველაზე "იაფი", არამედ ხარისხიანი (რომელიც იაფთან შედარებით 20%-ით ძვირი შეიძლება ღირდეს).
იაფიანი ნივთის ყიდვას რა მოყვება?
- ჯერ ერთი, უნდა იწანწალოთ ბევრი, დახარჯოთ უამრავი დრო (ჯერ მარტო, მომავალში ინატრებთ, "ნეტავი დროის ყიდვა შეიძლებოდესო, და ნეტავ თავისუფალი დრო მქონდესო"), ხოლო რაღაც 10-20 კაპიკის გამო საათების დახარჯვა და მთელი დღის დახარჯვა არ ღირს.
- მეორეც ერთი, იაფიანი ნივთი გარეგნულად იგივენაირად გამოიყურება, როგორც "ხარისხიანი ნივთი". მაგრამ სინამდვილეში, იაფიანი ნივთი არის ნაკლულევანი და რასაც 10-20 თეთრის დანაზოგს უწოდებთ, მომავალში 3ჯერ მეტი დაგეხარჯებათ, რადგან ეს "იაფიანი ნივთი" წამდაუწუმ გაგიფუჭდებათ.
მაგალითად, 30 ლარი ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგიძლებს, ხოლო იაფიანი (მაგ.20 ლარიანი), რომელიც 1 წელში დაიგლიჯება და დაიფშვნება. რომელს იყიდით? (ასევე, ხარისხიანი მეორადი ნივთი ჯობს ახალ თურქულს/ჩინურს. )
მართალია, ძვირი ღირს, მარა დიდ ხანს გაგიძლებთ, და არც შეკეთება დაგჭირდებათ, და საბოლოო ჯამში, უფრო "იაფიც" გამოგივათ, და თქვენი საქმეც ნორმალურად იქნება გაკეთებული. ეს ეხება თითქმის ყველა ნივთს, და საერთოდ ყველაფერს. დაიმახსოვრეთ, რადგან ყოველთვის ასე იქნება მომავალში, და თუ არ გინდათ ტყუილად "გაირთულოთ" ცხოვრება (რატო ირთულებთ კაცო), გათვალისწინეთ და 1-2 ლარით მეტის გადახდა ნუ დაგენანებათ ხარისხიან ნივთში. გადაიფიქრეთ თუნდაც იმ წამს, რა წამსაც ყიდულობთ უკვე! ნუ დახარჯავთ დღეებს რაღაც წვრილმანების დაზოგვაში.
 

17) ვინც guru.com ან elance ან odesk ან მაგდაგვარ საიტზე მუშაობს ხოლმე, გამოადგება ეს ინსტრუქციაც.
 

16) ხმაურისაგან თავდაცვა
თუ ისეთ გარემოში ხართ რო დაგჭირდათ, არსებობს ხმაურისაგან დამცავი პატარა ჩვრის "ყურის-საცობები", იყიდება აფთიაქებში - იხ.სურათი (პ.ს. დროდადრო საპნით გარეცხეთ, იმიტო რო ჭუჭყის მოხვედრა (იშვიათად, მარა მიანც) ყურის შიგნით არ არის კარგი).
 

15) გაუფრთხილდით წყალს
რადგანაც დღესდღეობით წყალი საკმაოდ საჭირო ბუნებრივი სიმდიდრეა, ამიტომ კარგი იქნება რომ ყველა ოჯახი გაუფრთხილდეს. მარტო თბილისში ერთი ოჯახი 1 წუთითაც რომ ტოვებს მოთქრიალე წყალს, საერთო ჯამში ყოველდღიურად მილიონობით ლიტრი მზა(!) და სასმელად ვარგისი(!) წყალი იკარგება ტყუილად, რომლის გამომუშავებაზეც დიდი წვალებაა საჭირო. თან საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც სასმელი წყალი ონკანში მოგვეწოდება. (ეჰ, კიდევ რამდენი არასაჭირო რამ ხდება ქვეყანაში. ისევ ჯობია ადამიანმა თავის გარშემო მაინც მიხედოს ცოტათი და ეგეც კარგი იქნება. თორემ ყოველთვის ასე იყო, და ასე იქნება მომავალშიც- მსოფლიო არ შეიცვლება ).
 

14) გადახდები ინტერნეტით (+დაზოგავთ დროს)
ზოგიერთი მათგანი:
- 1) ინტერნეტ-ბანკინგით;
- 2) http://gadaixade.ge (ნახეთ საკომისიოების ცხრილი)
- 3) http://paybox.ge (ნახეთ საკომისიოების ცხრილი). [მესამე სვეტში წერია, რომ paybox.ge ბალანსით გადახდისას 0% არისო, მაგრამ სინამდვილეში საკომისიო ჩვეულებრივად ემატება/ეჭრება. გადასახადს ზოგჯერ ბანკები კიდევ თავის საკომისიოს უმატებენ,და მგონი ეგ 0% ნიშნავს, რომ ბანკების საკომისიო არ დაემატება... ]
- 4)https://www.mypay.ge (ნახეთ საკომისიოების ცხრილი)

(ჯერ ნახეთ : მაგალითად, რომელ პლასტიკურ ბარათსაც იყენებთ, იმ სვეტში მონახეთ კონკრეტული გადასახადის განაკვეთი. ზოგ კომუნალურ გადასახადზე დაბალი საკომისიოა, ზოგ სხვა გადასახადზე, პირიქით, შედარებით მაღალი საკომისიოც კი არის.).
 

13) როცა რამე ტექნიკას უცბად პრობლემა დაემართება და აღარ მუშაობს წესიერად,შეიძლება უშველოს, თუ რამოდენიმე წუთით შტეფსელიდან გამორთავთ (1-5 წუთი) .
 

12) მოსახერხებელი პლასტიკური ბარათები
- საერთოდ, ჯობია პლასტიკურ ბარათზე ნემსით ამოკაწროთ პაროლი+PIN code (ან ერთი ასო მაინც შეუცვალეთ) და აღარ დაგავიწყდებათ ხოლმე ეგ პაროლი. ასევე, გირჩევთ, ბარათიდან კარგად ამოფხიკოთ CCV კოდი, და იქვე ამოკაწროთ, ოღონდ ერთი რომელიმე შეცვლილი ასოთი.
- smartivi.ge-ზე არის სპეციალური საშუალება (ასევე emoney.ge იგივეა), სადაც შეგიძლიათ შექმნათ არარსებული(ვირტუალური) VISA ბარათი. ანუ, მათი მეშვეობით შეგიძლიათ გააკეთოთ VISA "ბარათი", რომელსაც მიენიჭება 16 ციფრი და კოდი, შემდეგ ჩარიცხოთ სასურველი თანხა მასზე. მაგ ბარათი კი ჩვეულებრივ შეგეძლებათ გამოიყენოთ ინეტრნეტში გადახდებისათვის, ანდა სხვას მისცეთ ეგ "ბარათი".
 

11)უცხოური საიტიდან ნივთის გამოწერა - ინსტრუქცია.
 

10) სახლში ვინც აკეთებს საყოფაცხოვრებო საქმეებს, ჩხირკედელობს და ა.შ. გამოადგება ეს ნივთები
1) AkFix MDF kit - აწებებს ყველაფერს, გატეხილ საოჯახო ნივთებს, ხეს, პლასმასს...

ოღონდ ხელზე არ შეგესხათ, ძაან ქიმიურია. აუცილებლად განიავებულ ადგილზე დააწებეთ რომ ჰაერი ეგრევე გავიდეს,აქვს საშინელი სუნი.
-შავი ფლომასტერი(მარკერი) - რომელიმე გახეული, გატეხილი ნივთის ფერის შესაღებად გამოგადგებათ.


2) "სუპერ-წებოების" შეკვრა (ოღონდ ყვითელი წებოები) - აწებებს ასევე კარგად, მარა პატარა ნივთებისთვისაა და გამოდგება ამოსავსებად, შესავსებად, შესაწეპებლად,ფეხსაცმლისათვის,ქაღალდისათვის და ა.შ. ოღონდ წყალივითაა და ადვილად იღვრება ხელებზე და მერე მოცილება ძნელია. აუცილებლად მოაშორეთ და არ გააკაროთ პატარებს.


3) სამედიცინო ლეიკოპლასტელი (იზოლენტა) - ყველაზე კარგი ხარისხის იზოლაცია, არის სქელი ნაჭერივით, გამძლე. გამოგადგებათ ნივთებისათვის, ტანსაცმლისათვის და ა.შ. იყიდება აფთიქებში, ანდა ვაგზალზე "პასაჟის" აფთიაქებში. ოღონდ თეთრი ფერის ჯობია, თუ რამეა ადვილად შეღებავთ.
+ სქელი "სკოჩი", გამოგადგებათ ბევრი რამისათვის.


4) როცა რაიმე შნურების გადაბმა გინდათ –

არამარტო რეზინის მოფრცქვნაა საჭირო, არამედ თვითონ მავთულებიც გადაატარეთ ასანთის ცეცხლზე ერთი წამით. შემდეგ კი მსუფუქად მოფხიკეთ მიმწვარი რეზინა, და გადააბით. თორემ მავთულბის გადაბმისას კარგი კონტაქტი შეიძლება არ იყოს.
 

9) საჭირო მაღაზიები
- ყველაფერი იაფად, თან ხარისხიანებიცაა(ოღონდ შერჩევა უნდა იცოდეთ) – mymarket.ge
- ტექნიკა იაფად - hotspot.ge (ჯერ რეგისტრაციის გავლაა საჭირო გარკვეული ფასდაკლებისათვის)
- ხარისხიანი ფეხსაცმელის ყიდვა დაბალ ფასად: ვაგზალზე მეტროს ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია (ან იკითხეთ ფასდაკლება როდის აქვთ Bata-ში: 2 22 53 09)
- იაფი ბაზარი: დაბალ ფასად საკანცელარიო(საბითუმო) ნივთები, ტანსაცმლები (და სხვა) ბაზრობა: სამგორის მეტროსთან, ნავთლუღის ბაზრობა (ძველი ნაწილები და სხვა ათასობით წვრილმანები იქვე, ე.წ. "ბარახლოვკა".)
 

8) საჭირო ინტერნეტ-ლინკები

-ვაკანსიები
-საინფორმაციო ცნობარი an directory.ge
-"პრავის" ნიშნები + წესები + დამატებითი + ტესტები ( ავტოსკოლის გავლა B-სთვის არაა საჭირო! სახლშივე ისწავლით თეორიასაც.)
-ყიდვა-გაყიდვა ან saqme.ge
- მეორადი ტანსაცმლები/სხვა 1); ან 2) ან 3);
- მარშუტკების ხაზები + თბილისის რუკა ან ავტობუსების მარშრუტები (ან თბილისის რუკა2)
 

7) კბილების მოვლა და გამოხეხვა სწორად!

1) საერთოდ(მგონი ასეა), კბილის გამოხეხვა ხდება: ჯაგრისი უნდა ჩამოესვას ღრძილის საპირისპირო მიმართულებით, და არა ღრძილის მიმართულებით, თორემ ღრძილები იჩიჩქნება,ზიანდება და ადვილადაც დარჩება ნარჩენები.

2) ამასთანავე, სასურველია ჯაგრისის გამოცვლა(რადგანაც ბინძურდება) დროდადრო.
3) ეცადეთ, კბილებით არ გატეხოთ ხოლმე ნაჭუჭი (თხილი, ატმის კურკა..), და რკინის კოვზი არ მოიხვედროთ კბილებზე ჭამის დროს, რადგან კბილები ასე თანდათანობით დაზიანდება, და მერე მაგის მკურნალობა ვეღარ მოხდება..
 

6) საერთოდ, ჯანმთელობას მიაქციეთ ყურადღება დროულად!! პირველივე ნიშნებისაც ეცადეთ დაადგინოთ და თავიდან აირიდოთ მომავალი ავადმყოფობა!!!
რჩევები ჯანმრთელობაზე
1) ეცადეთ ზურგში გამართულად ყოფნას (გინდ ჯდომისას, გინდ ფეხზე დგომისას), თუ არადა შეიძლება რადიკულიტი განგივითარდეთ, რაც ცხოვრებაში ხელს შეგიშლით. ასევე, ფეხზე დგომისას (გინდ ხანმოკლე გინდ ხანგრძლივი დროით), უმჯობესია ადამიანი ორივე ფეხზე ერთდროულად ეყრდნობოდეს და წელში გამართული იყოს, რადგან თითო ფეხზე დგომისას მთელი წონა აწვება ერთ ფეხს(და ცალი ფეხი ამაზე არ არის გათვლილი), ამიტომ იქანცება, მერე მეორე ფეხზე გადანაცვლებისას, ის ფეხიც იღლება და ა.შ. თან წელში მოხრილად ზეწოლას განიცდის წელის მალა, რამაც წლების მერე დისკოზი შეიძლება გამოიწვიოს.
2) ეცადეთ ტრანსპორტში(ან სხვა ადგილებიდან) მიღებული სიბინძურის ბაქტერიები გაჭრილ ადგილში არ მოგიხვდეთ.
3) კომპიუტერთან ჯდომის წესები– http://www.otaxi.pvt.ge/2013/08/kompiuteri-jamrteloba.html
4) არ არის კარგი ზამთარში ზედმეტი ჩაფუთვნა. ეს ადამიანის სხეულს აჩვევს თბილ გარემოში ყოფნას, შედეგად კი ორგანიზმს თბორეგულაცია და იმუნიტეტი უქვეითდება და იგი ხელოვნურ "ფუფუნება"-ზე დამოკიდებული ხდება. შედეგი კი გარდაუვალია - ადამიანის ჯანმრთელობა ეცემა. საერთოდ, ეს ეხება სხვა რამეებსაც- მაგალითად,როცა ადამიანის ორგანიზმი ზედმეტ სისუფთავეს ეჩვევა (ძალიან ხშირი ხელების ბანვა და ა.შ.), შედეგად ორგანიზმში სუსტი ხდება,იმუნიტეტი დუნდება, და ბაქტერიებთან "ბრძოლას" რადგან აღარ არის მიჩვეული - ადვილად ავადდება (მაგალითად, უმი საჭმელი ადვილად სწყენს; ხშირი გაციება/სიცხე ემართება ადამიანს და სხვა). ამიტომ, ეცადეთ გაკაჟებული იყოთ. ნუ შეგეშინდებათ, ხალხი ზამთარში ყინულებში ცურაობს და მაისურითაც დადის, და სინამდვილეში ისინი უფრო ჯანმრთელები არიან..
..თუმცა, ყველაფერი ღვთის ხელთაა.
 

...
1) მედიცინა– მკურნალობის საიტები
ა) ხალხის წერილები1 ან ხალხის წერილები2
ბ) დაავადების მკურნალობის მოსაძებნი
გ) ინტერნეტით ექიმისათვის შეკითხვის გაგზავნა: ბევრი საიტია,რომელიმე ამოარჩიეთ, გაითვალისწინეთ რომ სულყველას ნუ შეაწუხებთ.. (იცოდეთ,ინტერნეტის მეშვეობით მკურნალობა ხშირად არაზუსტია, რამაც არასწორი დიაგნოზი და არასწორი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ, მიახლოებითი პასუხები არის ხოლმე)
ფასიანები(უფრო სანდო იქნება წესით): 1) healthcaremagic
უფასოები(ლიმიტიანები):1)iclinic 2)askmdx 3)askTheDoctor 4)askTheDoctor 5)mdtalks 6)doctorspring 7)ask-a-doctor 8)justanswer 9) live-chat-withdoctor
(ან ქართულენოვანზე: mkurnali.ge ან mlk.ge- ტრადიციული მკურნ. ან geoanswer.net ან curacio.ge ან ავერსი ფორუმ ან C ჰეპატიტის ფორუმი)
* დ) რეცეპტის მიხედვით წამლის დამამზადებელი აფთიაქების სია

 
amazon.com, ebay.com - ან სხვა მრავალ უცხოურ საიტზე ნივთის შეძენა და გამოწერა:
- პირველ რიგში დარეგისტრირდები რომელიმე ნივთების გადამზიდავ სერვისზე. ქვემოთ მოცემულია ასეთი კომპანიები, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ვირტუალური ამერიკული მისამართი:
ა)linoni.ge
ბ)ან camex.ge
გ)ან usa2georgia.com
დ)ან barami.us

რეგისტრაციის შემდეგ მოგენიჭება შენი პირადი ვირტუალური საფოსტო მისამართი, რომელიც დაეწერება საიტზევე მენიუს ქვევით ან თქვენ Profile გვერდზე. მაგალითად ამდაგვარი რამ:
Name: Jimy gelia
Address 1: 23 McCullough Ave.
Address 2: U31308
City: New Castle
State: DE
ZIP: 19720
Country: USA
Tel: +1 (866) 411-9401


შემდეგ ჩაინიშნავ ამ მონაცემებს კომპიუტერში.
აუცილებლად უნდა გქონდეთ პლასტიკური ბარათი(ყველაზე ხელმისაწვდომია Visa). შემდეგ დარეგისტრირდებით amazon.com-ზე, ან ebay.com (_ bizrate??), და ვთვათ იყიდით რომელიმე ნივთს. ყიდვისას საიტი მოგთხოვთ:
1) საკრედიტო ბარათის მონაცემებს (ბარათს აწერია ეგ მონაცემები);
2) Shipping Address, ანუ მისამართს, რომელზეც შეძენილი ნივთი უნდა გამოიგზავნოს.
(3 - ebay.com- ის შემთხვევაში საჭიროა paypal.com-ზე იყოთ დარეგისტრირებული ზუსტი მონაცემებით და პლასტიკური ბარათით "CONFIRM" ქგონდეთ გავლილი.)
shipping address-ის ველები უნდა შეივსოს შენი ვირტუალური საფოსტო მისამართით (Name,Address1 და სხვა ველები ზუსტად უნდა ემთხვეოდეს).
იქვე ეწერება რომ, მაგალითად 5 დღეში გამოიგზავნება ნივთიო. როცა გამოგიგზავნიან ნივთს (5-6 დღის მერე), შეამოწმებ შენს ვირტუალურ საფოსტო მისმართს საიტზე (მაგალითად linoni.ge-ზე), და "გამოგზავნილი" ნივთების განყოფილებაში იქნება მოცემული, თუ რა ნივთი არის მიღებული შენს საფოსტო მისამართზე. შემდეგ ეს კომპანია რამოდენიმე დღის მერე განახორციელებს ავია-რეისს, რომელსაც ჩამოაქვს ნივთები, როცა თბილისში ჩამოიტანენ ნივთს, ეს აისახება საიტზე, თქვენს პირად გვერდზე, "ჩამოსული ნივთების" განყოფილებაში. საიტზევე მითითებული იქნება:
1) თუ რა თანხა გაქვთ გადასახდელი, ანუ ნივთის ტრანსპორტირების საფასური.
2) ვირტუალური ნომერი, რომელზეც უნდა ჩარიცხოთ შესაბამისი თანხა (სწრაფი გადახდის აპარატებით+საკომისიო).
შემდეგ მიხვალთ კომპანიის შესაბამის ფილიალში და გამოიტანთ თქვენს ნივთს (იქონიეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი).